ფიფქოზი……..

ზოგს აქვს ნევროზი, ზოგს ფსიქოზი მე კი ფიფქოზი მჭირს.თუ რამ მაგიჟებს და ნერვებს მიშლის ეს თბილისში თოვლია.ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ. :(  თუმცა ბავშვებზე მეტად მე გამიხარდა თოვლის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი :) .

ისე ჩემს ბლოგს ამინდთან დაკავშირებული სახელი უნდა დავარქვა რადგან მხოლოდ ამინდებზე ვწერ ამ ბოლო დროს და საერთოდაც აღარ ვწერ.იმიტომ კი არა რომ საწერი არაფერი მაქვს, იმიტომ უფრო რომ ბევრი მაქვს და ამიტომ ნეიტრალურ თემას ამინდს ვირჩევ და ვწერ.ვისაც გინდათ ჩემს ზამთარს გაგიცვლით თქვენს ზაფხულში :( როგორ მინდა ზაფხულიიიიიი…ზღვა, მზე, საზამთრო, ნაყინი და ლისის ტბაზე საღამოობით გასეირნება ან ჩემს აივანზე წიგნის კითხვა.ახლა ვინმე მეტყვის ზამთარში თბილად კითხვას რა ჯობიაო მაგრამ  ეგაც არ შემიძლია.

ჩემი აუტანელი ზამთარი დიდი გამოვიდა და საზოგადოებაც შევაწუხე ჩემი წუწუნით თოვლზე და ამინდზე.

Leave a Comment

Filed under Uncategorized

glenn gould

glen gould. j.s. bach

2 Comments

Filed under Uncategorized

21 ნოემბერი

ეს დღე მიყვარს ბავშვობიდან, ამ დღეს ველოდი ხოლმე მთელი ბავშვობა რადგან ყოველთვის დღესასწაული გვქონდა ხოლმე.იმიტომ რომ ქეთოს დაბადების დღეა.დღეს ისე როგორც ადრე ვერ ავღნიშნეთ დაბადების 28 წლისთავი მაგრამ არ შემიძლია ასე მაინც არ მოგილოცო ჩემო გულის კოკროჭინა.:)და მიუხედავად იმისა რომ გვერდით ოთახში ზიხარ მირჩევნია აქ რო შემოხვალ აქ დაგხვდეს ჩემი მოსალოცი.ძალიან მიყვარხარ და შენ ეს იცი მაგრამ ყოველწამს ამის დემონსტრირებას ვერ ვახერხებ ესაც იცი შენ.მაგრამ ამ ბოლო დროს (ასაკთან ერთად) სენტიმენტებიც მომემატა და ალბათ ამის ბრალია….

ჩემგან კი ეს ორიგინალური ტორტი

ეხლა შენთან მოვალ და ყავა დავლიოთ

1 Comment

Filed under Uncategorized

კინოღამეები მეგობრებთან ერთად

მართალია დიდი ხანია აღარ მქონია მეგობრებთან ერთად ფილმის ნახვის ბედნიერება და დამავიწყდა კიდეც რა კარგია ერთად რამის ნახვა და მერე განხილვა, თუმცა დღეს მოვაწყე მსგავსი საღამო.:) მართალია ერთ მეგობართან ერთად :) მარა მაინც ძალიან კარგი იყო….

ახლა კი იმაზე თუ რა ვნახეთ…..

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმი MELANCHOLIA

ვაღიარებ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მიუხედავად იმისა რომ საშინლად რთული სანახავი ფილმია და მისი ყურებისას ნამდვილად ვერ მოდუნდები და მითუმეტეს ვერ გაერთობი საერთოდ ემოცია არ მოდის უბრალოდ უყურებ საოცრად ლამაზ და ამავე დროს შთამბეჭდავ ნახევრად მისტიკურ კადრებს და ვერ ხვდები საერთოდ რისი თქმა უნდა რეჟისორს …..

ფილმის სიუჟეტი დაახლოებით ასეთია:ქორწილი რომელიც არაფრით არ გავს ქორწილს პირიქით დაკრძალვა უფრო მხიარულია ხოლმე იმასთან შედარებით და  მთავარი ხაზი ისაა ფილმის რომ დედამიწას უახლოვდება პლანეტა მელანქოლია და მისი და დედამიწის მოზრაობის ტრაექტორია ერთმანეთს ემთხვევა ამიტომ დედამიწა იღუპება.

ფილმში მთავარი გმირების მეტს არავის აღელვებს ეს ფაქტი . ამ ადამიანებს მელანქოლია კლავს….

ნამდვილად ლამაზი იყო.

 

 

Leave a Comment

Filed under movie

ჩემი მიტოვებული ბლოგი

იმის გამო რომ დრო არ მაქვს და იმის გამოც რომ როცა დრო მაქვს აზრებს თავს ვერ ვუყრი ერთად, მივატოვე ჩემი ბლოგი;არადა როგორ მიყვარს ბლოგზე წერა თან თუ გავითვალისწინებთ რომ მარტო მე ვწერ და ვკითხულობ ამ ბლოგს.:)

ჩემი დღეები კი სრული რუტინაა არაფერი სიახლე და საინტერესო…

ერთი და იგივე მეგობრები ყოველ საღამოს თუმცა ძალიან საყვარლები

ქეთო თავისი ახალი გატაცება ქსოვით

სოფო თავისი აუარებელი ფეხსაცმელებითა და ტანსაცმელებით შოპოჰოლიკი

მარო კი როგორც ყოველთვის … :)

ნინიკო თავისი ბავშვებით …..

ხოლო მეე …. სათქმელი არაფერია ….

ეხლა ვუსმენ  Ruth Brown ის I Don,t Know და მეც  I Don,t Know

ძალიან მომბეზრდა ერთი და იგივე სამუშაო სრული კრახი, სახლის ატანა არ მაქვს ეს ის ადგილია საიდანაც სულ გაქცევა მინდა ბავშვობიდან.და ამინდი აუტანელი ანუ კრიზისი მაქვს შეიძლება ასეც ითქვას.

Leave a Comment

Filed under Uncategorized

Boys Don’t Cry

კიდევ ერთი უნიკალური ფილმი ჩემი კინოკლუბიდან,დღეს ვნახე და გაოცებული ვარ ჯერ იმით რომ აქამდე არ მქონდა ნანახი და მერე ფილმით რომელიც ძალიან მძიმე და ემოციური საყურებელია.იყო მომენტები რომლის ყურებაც გამიჭირდა და საშინლად უარყოფითად დამტვირთა ფილმი სრული დრამაა და მეეჭვება ვინმემ ცრემლების გარეშე ნახოს.:( და რა თქმა უნდა  Hilary Swank–ის გენიალური შესრულება, ის უნიკალურად ასრულებს ბიჭის როლს და საოცრად დრამატულად, როგორც მის ყველა ფილმში აქაც განუმეორებელი იყო.

1 Comment

Filed under movie, Uncategorized

ჩემი კინოთეატრი

 

 

 

 

ახლა ზუსტად ის პერიოდი მაქვს უსაქმურობის რაც ჩემს სოციალურ გვერდებზეც აისახება და ყველაზე მეტად ეს ჩემს “კინოთეარტში” ჩანს, ყველაზე დიდი დატვირთვის დროს ერთი ფილმის ნახვას მაინც ვახერხებ დღეში და თუ ვისვენებ წარმოიდგინეთ რა ხდება ჩემი კომპიუტერის ეკრანზე?:) ბოლო პერიოდში ნანახი ფილმებიდან რამოდენიმეს გამოვყოფ მათ შორის კი უნიკალური ფილმი მუზიკლი  1999 წელს გადაღებული  velvet goldmine სადაც მთავარ როლებს ასრულებენ Ewan McGregor–ი Jonathan Rhys Meyers–ი და Christian Bale. ყველას გირჩევთ ასეთი ფილმები იშვიათობაა. მოქმედება ხდება ინგლისში ცნობილ 70 იანებში როდესაც სექსუალური თავისუფლების განცდამ პიკს მიაღწია, ქუჩები გაივსო ახალგაზრდა კაცებით, ქალის სამოსში  მაღალ ქუსლებზე როცა როკ მუსიკა იყო ამ მოძრაობის მთავარი იდეოლოგი.

 

 

Leave a Comment

Filed under movie